2014-11-03

კონფერენცია „ადამიანური რესურსების განვითარება ადგილობრივ თვითმმართველობაში“

3 ნოემბერს, 09.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება კონფერენცია თემაზე „ადამიანური რესურსების განვითარება ადგილობრივ თვითმმართველობაში“.

კონფერენციას დაესწრებიან გერმანელი ექსპერტები, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუმრები, თსუ-სა და  საქართველოს სხვა უნივერსიტეტების აკადემიური წრის წარმომადგენლები,  ასევე საქართველოს რამდენიმე რეგიონის თვითმმართველობის წევრები. ღონისძიება ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით (GIZ).

ორდღიანი კონფერენციის ორგანიზატორია  თსუ ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის № 1, თსუ I კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია (№115)

« იხ. ყველა ანონსი