2017-01-10
პროექტის „აღმოსავლური ბიბლიოთეკის“ პრეზენტაცია
10 იანვარს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „აღმოსავლური ბიბლიოთეკის“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც გამოსცემს გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ამ სერიით გამოცემული ორი ახალი წიგნი: ღასან ქანაფანის „კაცები მზეში“ და თავფიკ ალ-ჰაქიმის „პროვინციელი გამომძიებლის დღიურები“; ასევე "უკვდავი ბიბლიოთეკის" სერიით გამოცემული ჯიბრან ხალილ ჯიბრანის „იესო - ძე კაცისა“.
ღასან ქანაფანი პალესტინური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებაც მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. თავფიკ ალ-ჰაქიმი მეოცე საუკუნის ეგვიპტური პროზის უკვდავი სახეა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ნოველისტიკაში, რომანისტიკასა და დრამატურგიაში. ჯიბრან ხალილ ჯიბრანი კი ლიბანური წარმოშობის ამერიკელი მწერლია, რომელიც რიტმული პროზის დიდოსტატად მიიჩნევა.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი