2015-11-18

იუსტინე აბულაძის ნეშტის გადმოსვენება უნივერსიტეტის პანთეონში

18 ნოემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პანთეონში დიდუბის  საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან     უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ცნობილი ქართველი ფილოლოგის, ირანისტის, რუსთველოლოგის,  აღმოსავლეთმცოდნეობის ცნობილი სკოლის ერთ–ერთი თვალსაჩინო ფუძემდებლის, იუსტინე აბულაძის (1874 – 1962) ნეშტს გადმოასვენებენ.

იუსტინე აბულაძემ თბილისის უნივერსიტეტის დაარსების დღიდან გარდაცვალებამდე განათლების ამ დიდი კერის სამსახურს შესწირა თავი. იყო საქართველოში სპარსული ენის მეცნიერული სწავლების ფუძემდებელი, მანვე შეადგინა პირველი სახელმძღვანელო (1936). თბილისის უნივერსიტეტში დააარსა და სათავეში ჩაუდგა სპარსული ფილოლოგიის კათედრას, აღზარდა ქართველ ირანისტთა მთელი თაობა. გამორჩეულად უყვარდა და საგანგებოდ იკვლევდა მსოფლიო მწერლობის სამ შედევრს: "ვეფხისტყაოსანს", "შაჰნამესა" და "ვისრამიანს". მონაწილეობა მიიღო სამივე ძეგლის ტექსტის დადგენაში, შეადგინა მათი ვრცელი ლექსიკონი, რითაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ-სპარსული ენობრივი ურთიერთობის მეცნიერულ შესწავლას.

მისამართი: ი. ჭავაჭავაძის გამზირი, თსუ პირველი კორპუსის პანთეონი
« იხ. ყველა ანონსი