2013-12-06
უსინათლოებისათვის განკუთვნილი ვებგვერდის პრეზენტაცია
6 დეკემბერს, 16:00 საათზე თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ვებგვერდის
bu.org.ge პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი.
ვებგვერდი უსინათლოთა და მცირე მხედველთა ასოციაციის „უსინათლოები საზღვრების გარეშე“ მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა. დაიწერა ქართული ხმოვანი პროგრამების პაკეტის შესწავლისა და ათვისების ადაპტირებული სახელმძღვანელო, რომელიც დაყოფილია გაკვეთილებად. თითოეული გაკვეთილის შემდეგ, მასალის განმტკიცების მიზნით, მოცემულია საკონტროლო კითხვები და დავალებები პასუხებით. ვებგვერდზე მოცემულია: აღნიშნული სახელმძღვანელოს აუდიო ვერსია; ქართული ხმოვანი პროგრამების პაკეტის საინსტალაციო ფაილი ბიბლიოთეკით და მის გარეშე; რუსულ-ინგლისური ხმოვანი პროგრამების პაკეტი – NVDA, მისი საინსტალაციო ფაილი, მოხმარების სახელმძღვანელო და აუდიო ვერსია.
ვებგვერდს, გარდა სტანდარტული განყოფილებებისა, გააჩნია საბიბლიოთეკო ნაწილი, სადაც ჩატვირთულია 3600-ზე მეტი დასახელების საბიბლიოთეკო ეგზემპლარი, რომლითაც ნებისმიერი მომხმარებელი ისარგებლებს. საქართველოს ფარგლებში მცხოვრებ ნებისმიერ უსინათლოს შეუძლია გადმოიწეროს და ნებისმიერ კომპიუტერზე დააყენოს საინსტალაციო ფაილები და სახელმძღვანელოები, რომელთა დაყენების წესებსაც ვებგვერდზე გაეცნობიან.
მისამართი: მ. ალექსიძის ¼, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი