2017-01-30

გრიგოლ გეგელიას საჯარო ლექცია - „ნოე ჟორდანიას პოლიტიკური აზრი“

30 იანვარს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-21 წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის (ფლორენცია) ისტორიისა და ცივილიზაციის დეპარტამენტის დოქტორანტის გრიგოლ გეგელიას საჯარო ლექციას - „ნოე ჟორდანიას პოლიტიკური აზრი“ გამართავს.

ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-21 წწ.) მთავრობის თავმჯდომარის, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლიდერის ნოე ჟორდანიას დაბადებიდან 149 წლის იუბილეს. საჯარო ლექციაზე განხილული იქნება ნოე ჟორდანიას პოლიტიკური შეხედულებები, მისი განვითარების ტენდენციები, ამ ტენდენციებზე მოქმედი ფაქტორები და ევროპული პოლიტიკური მიმდინარეობების გავლენები.

გრიგოლ გეგელია არის პოლიტიკური აზრის ისტორიის მკვლევარი. ისტორიის ბაკალავრის ხარისხი მოპოვებული აქვს ბრისტოლის უნივერსიტეტში, ხოლო პოლიტიკური აზრის ისტორიის მაგისტრის ხარისხი - ლონდონის უნივერსიტეტში (University College London/Queen Mary).

ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.№1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი