2011-05-25
ალი ალიევის გამოფენა თსუ–ში
25 მაისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის ალი ალიევის გამოფენა გაიმართება. ახალგაზრდა მხატვარი თსუ–ის აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტებისათვის ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის მსმენელია. ორი პერსონალური გამოფენის შემდეგ უნივერსიტეტში გამართულ გამოფენაზე მხატვარი 17 აბსტრაქტულ ნამუშევარს წარმოადგენს.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ნამიგ ჰასან ოღლუ ალიევი დაესწრებიან.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი