2014-04-23

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ფორუმი

23 აპრილს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი გაიმართება. ფორუმზე  საფაკულტეტო კომისიების მიერ შერჩეულ საუკეთესო მოხსენებებს წაიკითხავენ მათი ავტორები - თსუ პროფესორები, ემერიტუსები და მეცნიერ-თანამშრომლები. თითო ფაკულტეტიდან წარმოდგენილი იქნება თითო ნაშრომი.  ფორუმში მონაწილე მოხსენების ავტორებს გადაეცემათ სერთიფიკატი და წამახალისებელი თანხა 5 ათასი ლარის ოდენობით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი