2019-03-06
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება - 100“
6 მარტს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების გახსნის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საჯარო ლექციები: „ქართული პარლამენტარიზმის ისტორია“, „პირველი ქალი კანონმდებლები საქართველოში“ და „ევროპელი ლიდერები (სოციალისტები) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ გაიმართება. ლექციებს წაიკითხავენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი
ბონდო კუპატაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორანტი
სალომე ჭანტურიძე და ისტორიის დოქტორანტი
ირაკლი ირემაძე.
საქართველო პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული
საკანონმდებლო ორგანოს - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
დამფუძნებელი კრების გახსნის 100 წლის იუბილეს 12 მარტს აღნიშნავს.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი