2019-03-06

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება - 100“

6 მარტს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების გახსნის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საჯარო ლექციები: „ქართული პარლამენტარიზმის ისტორია“, „პირველი ქალი კანონმდებლები საქართველოში“ და „ევროპელი ლიდერები (სოციალისტები) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ გაიმართება. ლექციებს წაიკითხავენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი ბონდო კუპატაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორანტი სალომე ჭანტურიძე და ისტორიის დოქტორანტი ირაკლი ირემაძე.

საქართველო პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების გახსნის 100 წლის იუბილეს 12 მარტს აღნიშნავს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის აუდიტორია.





« იხ. ყველა ანონსი