2017-03-04

საერთაშორისო კონფერენცია „ქართული შრომის სამართლის საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები”

4 მარტს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია „ ქართული შრომის სამართლის საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები” გაიხსნება.  ღონისძიებას  თსუ რექტორი გიორგი  შარვაშიძე, აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონული დირექტორი ფელიქს ჰეტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) უფროსი ტექნიკური მრჩეველი ჟოლტ დუდასი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები,  სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

კონფერენციაზე მოხსნებებით წარდგებიან თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები, ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტები, პროფკავშირის წარმომადგენლები, მოსამართლეები და პარლამენტის წევრები.

კონფერენციის მიზანია შრომის სამართლის თანამედროვე პრობლემების განხილვისათვის ნეიტრალური აკადემიური პლატფორმის შექმნა და დიალოგის ხელშეწყობა. კონფერენციის შედეგების შეჯამებასთან ერთად ორგანიზატორები და მონაწილეები შეეცდებიან დასახონ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და ხელი შეუწყონ სოციალური დიალოგის ეფექტურად წარმართვას.

კონფერენცია  5 მარტს დასრულდება.

მისამართი:  გუდაური, სასტუმრო „მარკო პოლო“

« იხ. ყველა ანონსი