2012-12-27

საქველმოქმედო აქცია

27 დეკემბერს, 15.00 საათზე თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გლდანის ბავშვთა სახლის („კრიზისული ცენტრის“) დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართება.  
საქველმოქმედო აქციაში თსუ სპორტული და შემოქმედებითი ჯგუფის წევრები (კალათბურთელები, ფეხბურთელები, ანსამბლ „თსუ გორდელას“ წევრები), დეპარტამენტის თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას.
აქციის ორგანიზატორების ინიციატივით მოგროვდა ტანისამოსი, სათამაშოები და გარკვეული თანხა, რომელიც „გოგონათა ანსამბლის „თსუ გორდელას“ მიერ ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტიდან შემოვიდა.
 
მისამართი:  თბილისი, ქერჩის ქ. 4

« იხ. ყველა ანონსი