2016-04-22

ამერიკისმცოდნეობის მე-4 ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

22 აპრილს, 11:00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით იმართება ამერიკისმცოდნეობის მე-4 ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „მრავალფეროვანი ამერიკა: კულტურათა გზაჯვარედინი“.

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს 4 სექცია. სტუდენტები წარადგენენ მოხსენებებს იმ სხვადასხვა ისტორიული, კულტურული, სოციალური, გენდერული, საგარეო პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტის შესახებ, რომელმაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ისტორიის მანძილზე განსხვავებული კულტურები შექმნა და ჩამოაყალიბა მრავალფეროვანი ამერიკა.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.3, თსუ II კორპუსი, 165-ე აუდიტორია (ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი)
« იხ. ყველა ანონსი