2010-12-22

საქართველოს საკარიერო სერვისი გთავაზობთ დასაქმების ფორუმს

22 დეკემბერს 10.00 საათზე “საქართველოს საკარიერო სერვისი” (CSG) სამშობლოში დაბრუნებული პროფესიული კადრების პროგრამის ფარგლებში (PRF) ატარებს დასაქმების ფორუმს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ( მის.: ვარდების რევოლუციის მოედანი №1).
 
დამსაქმებლებისათვის საკუთარი კანდიდატურის წარდგენა შეუძლიათ  საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც უმაღლესი განათლება უცხოეთში მიიღეს  (ან გაიარეს სტაჟირება) და  ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსების სტუდენტებს, მაგისტრანტებს და დოქტორანტებს.

დამსაქმებლებს დაეთმობათ სტენდები თავიანთი საქმიანობის საილუსტრაციოდ.  მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა პირადად გაესაუბრონ წარმოდგენილი ფირმების და კომპანიების ადამიანური რესურსების მენეჯერებს.
მონაწილეობა დამსაქმებლებისა და აპლიკანტებისათვის  უფასოა.

22 დეკემბერს ღონისძიებაზე თან უნდა იქონიოთ თქვენი CV რამდენიმე ეგზემპლარად, ქართულ და რომელიმე უცხო ენაზე, რათა შეძლოთ თქვენთვის საინტერესო დამსაქმებლისათვის გადაცემა.
დაინტერესების გამოხატვის შემთხვევაში წინასწარ ჩატარდება ტრენინგი დასაქმების ფორუმისათვის მოსამზადებლად.

გთხოვთ, ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად პირადად დარეგისტრირდეთ და წარმოადგინოთ CV საქართველოს საკარიერო სერვისის ოფისში 6 დეკემბრიდან  15 დეკემბრამდე, სამუშაო დღეებში 10.00-დან 13.00 საათამდე (მის. თსუ, II კორპუსი, II სართული, ოთახი № 246).
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. უპირატესობა მიენიჭებათ PRF  (სამშობლოში დაბრუნებული პროფესიული კადრების პროგრამის) აპლიკანტებს.  


შეკითხვებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ელ-ფოსტა: advisor-ge@cimonline.net, ტელ. 294565,
ირმა წერეთელი, ნატალია გოგოლაძე (საქართველოს საკარიერო სერვისი);
« იხ. ყველა ანონსი