2010-06-30

სტუდენტური კონფერენცია "2010 წლის არჩევნები და მისი შედეგები"

30 ივნისს, 12:00 სთ. არსამთავრობო ორგანიზაცია “გეოპოლიტიკური კვლევების საეთაშორისო ცენტრის” ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური კონფერენცია “2010 წლის  არჩევნები და მისი შედეგები“, კონფერენციაზე განიხილება სტუდენტთა მოხსენებები, შეფასებები, რამდენად დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდა საქართველოში ადგილობრივი არჩევნები.

ასევე, გაიმართება პროექტის „სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით“ შედეგების პრეზენტაცია.

მის.: ჭავჭავაძის პრ. 3, თსუ-ის მე-2 კორპ.  მე-2 სართ. იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა

იხილეთ დანართი ;
« იხ. ყველა ანონსი