2017-04-10

"ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნის ტრადიციები და სტუდენტების შთაბეჭდილებები"

10 აპრილს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ღონისძიება "ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნის ტრადიციები და სტუდენტების შთაბეჭდილებები". ღონისძიების პირველი ნაწილი სომხურენოვანი სტუდენტების პრეზენტაციას დაეთმობა. ისინი ნოვრუზ ბაირამობასთან დაკავშირებით თავიანთ შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებენ, როცა 21 მარტს, მარნეულში ამ დღესასწაულის ტრადიციულ აღნიშვნას შეუერთდნენ.

ღონისძიების მეორე ნაწილში აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტები უკეთ გაგვაცნობენ თავიანთი ეროვნული დღესასწაულის ტრადიციებს. ამ ინტერკულტურულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ასევე შემაჯამებელი ვიდეორგოლი მარნეულში გამართული ზეიმის შესახებ.

აზერბაიჯანული სახალხო-რელიგიური დღესასწაული ნოვრუზ-ბაირამობა ახალ დღეს, დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს.

მისამართი: ქეთევან წამებულის 55, თსუ მე-7 კორპუსი, თსუ ახალგაზრდული ცენტრი
« იხ. ყველა ანონსი