2017-05-10
სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის „ხმა ქართველი ქალისა“-ასი წლის შემდეგ, პირველი ნომრის პრეზენტაცია
10 მაისს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტი ორგანიზებას უწევს სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის
„ხმა ქართველი ქალისა“-ასი წლის შემდეგ, პირველი ნომრის პრეზენტაციას.
“ხმა ქართველი ქალისა” - ასი წლის შემდეგ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტის მიერ შექმნილი სამეცნიერო-პუბლიცისტური ჟურნალი, რომელიც დაარსდა იმავე სახელწოდების ფემინისტური გაზეთის ასი წლისთავთან დაკავშირებით. გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა” ქუთაისში გამოიცემოდა 1917-1918 წლებში ფემინისტის, საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის კატო მიქელაძის თაოსნობით. აღნიშნული ჟურნალი ქმნის პლატფორმას თანამედროვე, ადგილობრივი ფემინისტური, ინტერდისციპლინარული აკადემიური ნააზრევის ხელშეწყობისა და განვითრებისთვის.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: თსუ - ს გენდერის კვლევების ინსტიტუტი, ქალთა ფონდი საქართველოში და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.
დასწრება თავისუფალია
მისამართი: თსუ, ი.ჭავჭავაძის გამზ.#1, I კორპუსი,მარო მაყაშვილის სახელობის აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი