2017-05-10

სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის „ხმა ქართველი ქალისა“-ასი წლის შემდეგ, პირველი ნომრის პრეზენტაცია

10 მაისს, 18:00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტი ორგანიზებას უწევს სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის „ხმა ქართველი ქალისა“-ასი წლის შემდეგ, პირველი ნომრის პრეზენტაციას.

“ხმა ქართველი ქალისა” - ასი წლის შემდეგ  არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტის მიერ შექმნილი სამეცნიერო-პუბლიცისტური  ჟურნალი, რომელიც დაარსდა იმავე სახელწოდების ფემინისტური გაზეთის ასი წლისთავთან დაკავშირებით. გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა” ქუთაისში გამოიცემოდა 1917-1918 წლებში ფემინისტის, საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის კატო მიქელაძის თაოსნობით. აღნიშნული ჟურნალი ქმნის პლატფორმას თანამედროვე, ადგილობრივი ფემინისტური, ინტერდისციპლინარული აკადემიური ნააზრევის ხელშეწყობისა და განვითრებისთვის.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: თსუ - ს გენდერის კვლევების ინსტიტუტი, ქალთა ფონდი საქართველოში და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

დასწრება თავისუფალია

მისამართი: თსუ, ი.ჭავჭავაძის გამზ.#1,  I კორპუსი,მარო მაყაშვილის სახელობის აუდიტორია.




« იხ. ყველა ანონსი