2019-02-05
უსაფრთხო ინტერნეტის დღე
5 თებერვალს, უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება ორი ღონისძიება:
13:30 საათზე სკოლის
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ჩატარდება
ტრენინგი თემაზე - ,,კიბერუსაფრთხოება და კონტროლის მექანიზმები",
რომელსაც გაუძღვებიან კომპანია CYBER HOUSE-ის პროფესიონალი მენტორები. შეხვედრა შეეხება ინტერნეტს, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და არასასურველი კონტენტისგან თავდაცვის მექანიზმებს.
15:00 საათზე ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნეიროფსიქოლოგი
თამარ გაგოშიძე გამართავს ტრენინგს თემაზე - ,,მოზარდი, ინტერნეტუსაფრთხოება, მშობელი". შეხვედრაზე განხილული იქნება, თუ რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ინტერნეტისგან მომდინარე საფრთხეების, მოზარდების არასასურველი კონტენტისგან თავდაცვის მექანიზმებისა და ინტერნეტუსაფრთხოების შესახებ.
მისამართი: მერაბ ალექსიძის მე-2 შესახვევი #3. თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.