2014-05-05

შემეცნებითი კონკურსის "თაობა L" დაჯილდოების ცერემონია

5 მაისს 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემეცნებითი კონკურსის "თაობა L" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

პროექტის გამარჯვებული გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ დაწესებულ მთავარ პრიზს თავად არჩევს: 1000 ლარს ან წიგნის თაროს 100 წიგნით, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობის სპეციალურ პრიზებს პროექტის ყველა ფინალისტი მიიღებს.

დაჯილდოების შემდეგ დაგეგმილია ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია, რომელიც პროექტისთვის შერჩეულ 10 წიგნზე ისაუბრებს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის 1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი