2013-07-19

„საერთაშორისო სამართალი და საქართველო ანტიკური ხანიდან დღემდე“

19 ივლისს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოსის, პროფესორ ლევან ალექსიძის ნაშრომთა კრებულის  „საერთაშორისო სამართალი და საქართველო ანტიკური ხანიდან დღემდე“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი