2013-09-17

შემოდგომის ლეგენდა 2013 იწყება

17 სექტმებერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2013“ დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. უნივერსიტეტისა და კომპანია ჯეოსელის წარმომადგენლები სტუდენტური კონკურსის პირობებსა და საიუბილეო წელთან დაკავშირებულ სიახლეებზე ისაუბრებენ.
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.

მის: უნივერსიტეტის პირველ კორპუსი, I კორპუსი, რექტორატი


« იხ. ყველა ანონსი