2012-04-04

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის 63-ე იუბილე თსუ-ში

4 აპრილს, 15:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუსი ეწვევა.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის 63-ე იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი სტუდენტებისთვის წაიკითხავს  ლექციას თემაზე „ნატო დღეს“, ისაუბრებს ალიანსის ისტორიასა და ნატო-საქართველოს ოცწლიან თანამშრომლობაზე. სტუმარი თსუ-ში ნატო-ს განახლებულ  კუთხესაც მოინახულებს.
შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გახსნის.


მის.: ი. ჭავჭავაძის 1, თსუ პირველი კორპუსი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი