2011-12-13
ფოტოალბომის პრეზენტაცია – „აფხაზეთი XIX საუკუნე“
13 დეკემბერს, 15.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტი და ლიტვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში წარმოადგენს ფოტოალბომის პრეზენტაციას _ „აფხაზეთი XIX საუკუნე“.
აფხაზეთში 1992–1993 წწ. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზიანდა ან პრაქტიკულად განადგურდა აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის ამსახველი მასალა: დაიწვა მუზეუმები, არქივები, ბიბლიოთეკები. ათიოდე წლის წინ აფხაზეთის საზოგადოებამ თხოვნით მიმართა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტს მოეძიებინა ენგურსაქეთ ტერიტორიაზე შემორჩენილი აფხაზური კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ნიმუშები და ძალისხმევა არ დაეშურებინა მის შესანარჩულებლად.
ალბომი აფხაზური და ქართული მხარეების თითქმის ათწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგია და იგი აფხაზებისა და ქართველების ეთნიკური და კულტურული სიახლოვის კიდევ ერთი დასტურია.
ფოტოალბომი `აფხაზეთი XIX საუკუნე~ დასაბეჭდად მოამზადეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა და ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა.
მისამართი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის (საჯარო ბიბლიოთეკა) საგამოფენო დარბაზი.
« იხ. ყველა ანონსი