2010-03-23

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტთათვის – საუკეთესო ლექსი და საუკეთესო მოთხრობა დედა ენის შესახებ.

საკონკურსო ნამუშევრების წარდეგნის ბოლო ვადაა 5 აპრილი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია თსუ-ს ყველა სტუდენტს. საკონკურსოდ წარმოდგენილ ნაშრომებს შეაფასებს სპეციალური ჟიური, I, II, და III ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები.   ფინალისტების ნაშრომები განთავსდება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებგვერდზე.

საკონტაქტო პირი: მაია მადუაშვილი, maia.maduashvili@tsu.ge, ქართული ენის ინტიტუტი,  თსუ VIII კორპუსი, ჭავჭავაძის პრ. 13, ოთახი 312.

« იხ. ყველა ანონსი