2018-03-30

სპექტაკლის "სტუმარ-მასპინძელი" პრემიერა

30 მარტს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო  სტუდენტური თეატრი "სხვენი" სპექტაკლის "სტუმარ-მასპინძელი" პრემიერას გამართავს.

ღონისძიება თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება.

სპექტაკლში გაერთიანებულია პანტომიმა, პლასტიკა, ქორეოგრაფია, ვოკალი, აკრობატიკა. მსგავსი სინთეზური სპექტაკლი ქართულ სცენაზე პირველად გაიმართება;

თეატრალური დასი სრულად სტუდენტებით არის დაკომპლექტებული. სპექტაკლის რეჟისორია გიორგი (გოგი) გომურაშვილი, ქორეოგრაფი - პაატა მხეიძე, მხატვარი - თამარ გურგენიძე.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი