2014-06-13
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულთა დაჯილდოება
13 ივნისს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ერთ-ერთ გამარჯვებულს (კერძო სამართლის მიმართულებით) იურიდიული ფირმა "გაბუნია და პარტნიორების" გადასცემს ერთჯერად ფულად ჯილდოს.
თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის; კერძო სამართლის; საერთაშორისო და კონსტიტუციური სამართლისა და სამართლის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებმა.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.3, თსუ მეორე კორპუსი, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი