2013-07-24

დისკუსია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დიკრიმინაცია და ქართული საკანონმდებლო სივრცე”

24 ივლისს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დიკრიმინაცია და ქართული საკანონმდებლო სივრცე”.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტარი თამარ კორძაია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი ნატალი ფირაშვილი, უსინათლოთა კავშირის წარმომადგენელი თამაზ მუქერია, ასევე უფლებადამცველები თამარ გურჩიანი და ვახუშტი მენაბდე.

შეხვედრა საქართველოს სოციალურ მუშაკთა კავშირის მიერ არის ორგანიზებული.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი