2017-05-17

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსუ-ში

17 მაისს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, თსუ მედიცინის ფაკულტეტი, საქართველოს ექიმთა ასოციაციასთან და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელ საზოგადოებასთან ერთად თსუ პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის მიმოხილვით პრეზენტაციას გამართავს. აქციის ფარგლებში, ასევე, ჩატარდება გამოკვლევა და შესაბამისი კონსულტირება. ღონისძიებაში აკადემიურ პერსონალთან ერთად აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და რეზიდენტები.

არტერიული ჰიპერტენზია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ეს კლინიკური მდგომარეობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ბევრმა არ იცის საკუთარი წნევის ციფრების შესახებ და ამ კლინიკური მდგომარეობის სისხლძარღვოვანი გართულებების რისკების შესახებ. ჯანმრთელობის საკითხებში მოსახლეობის ინფორმირებულების ამაღლების საუკეთესო საშუალებაა მსოფლიო დღეების ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობები.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 06

« იხ. ყველა ანონსი