2011-03-23

საქართველოს საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის პრეზენტაცია და წილისყრა

23 მარტს, 17.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის პრეზენტაცია და წილისყრა. საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგაში მონაწილეობას თბილისის 10 უნივერსიტეტი მიიღებს. პრეზენტაციას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, განათლების მინისტრის მოადგილე აკაკი სეფერთელაძე, სპორტულ და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი პაატა ბურჯალიანი, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეები დაესწრებიან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის 3, თსუ მეორე კორპუსი, პირველი სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა


« იხ. ყველა ანონსი