2018-12-27

ანსამბლ „უნივერსიტეტის“ კონცერტი

27 დეკემბერს 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლ „უნივერსიტეტის“  კონცერტი გაიმართება. 

ანსამბლი 2011 წელს შეიქმნა. თსუ-ში დღეს უკვე მეოთხე თაობა მოღვაწეობს, რომლის შემადგენლობაში შვიდი გოგონა და ორი ვაჟია. დღევანდელ კონცერტზე „უნივერსიტეტის“ ყველა თაობის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. შესრულდება ყველა კუთხის ქართული სიმღერები. 

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი