2013-10-24

საერთაშორისო კონფერენცია„ფურიეს ანალიზი და აპოქსიმაციის თეორია“

24 ოქტომბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია „ფურიეს ანალიზი და აპოქსიმაციის თეორია“. კონფერენცია ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოს ლევან ჟიჟიაშვილის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, მათემატიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ცენტრი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

კონფერენციაზე მონაწილე ამ დარგის მსოფლიო დონის წამყვანი მეცნიერები (13 ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან) ფუნქციათა თეორიის დარგში წაიკითხავენ მოხსენებებს ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევებით  მიღებულ უახლეს მნიშვნელოვან შედეგებზე. მიღწეული შედეგების გაანალიზება და პრაქტიკაში გამოყენება ხელს შეუწყობს ფუნქციათა თეორიის მიმართულების განვითარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. 

საერთაშორისო კონფერენცია 28 ოქტომბრამდე გასტანს.
სრული ინფორმაცია იხილეთ: http://faat.tsu.ge/

მისამართი: დუშეთის რაიონი, ბაზალეთის ტბის სასტუმრო კომპლექსი


« იხ. ყველა ანონსი