2014-07-22

საერთაშორისო სიმპოზიუმი „მედიის კანონი“

22 ივლისს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო სამხრეთ კავკასიის სიმპოზიუმი და ტრენინგი მედია სამმართალში „მედიის კანონი“ (Media Rule). ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა გახსნის. მასში ქართველი, გერმანელი, სომეხი და აზერბაიჯანელი დელეგატები, პროფესორები,  სტუდენტები, ექსპერტები და  ჟურნალისტები მონაწილეობენ.

მსგავსი ხასიათის ღონისძიება საქართველოში პირველად გაიმართება. ღონისძიებაზე ექსპერტები განიხილავენ და გაენობიან ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებას, ახალ მიდგომებს მედია სამართლის სწავლების მიმართულებით, იმსჯელებენ მედიაში საავტორო უფლებების დაცვის საკითხებზე,  სასამართლო საკითხების გაშუქების თავისებურებებზე.

ღონისძიების ფარგლებში, სიმპოზიუმის პარალელურად ჩატარდება ტრენინგები ჟურნალისტებისთვის (21-22 ივლისს), ჟურნალისტიკის პროფესორებისთვის (23-24 ივლისს), მედია-სამართლის   ფორუმი  გერმანელი და ქართველი ექსპრტებისთვის და სამხრეთ კავკასიის ფორუმი ქართველი, გერმანელი, სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტებისთვის.

დოიჩე ველე აკადემიასთან (Deutsche Welle Akademie) თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების  საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფას, ინტერნაციონალიზაციის კომპონენტის გაძლიერებას, პერსონალის და სტუდენტების კომპეტენციების ამაღლებას და სხვ.

სიმპოზიუმი დოიჩე ველე აკადემიას  და თსუ-ს ორგანიზებით გაიმართება და 25 ივლისს დასრულდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი