2013-04-13

ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება თსუ-ში

13 აპრილს, 13.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და მოსწავლეთა სადისკუსიო კლუბი ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას გამართავს.
შეხვედრაზე კონსტიტუციონალისტი ჯონი ხეცურიანი  1978 წლის აპრილის მოვლენებს მიმოიხილავს; წარმოდგენილი იქნება რუსთავის საჯარო სკოლებს შორის გამართული კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულთა ნამუშევრები; ხარაგაულის ჟურნალისტური სკოლის მსმენელები  წარმოადგენენ ინტერვიუს 14 აპრილის მოვლენების ერთ-ერთ მონაწილესთან.
ღონისძიებას კასპის რაიონის სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან.

მისამართი; ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი