2016-11-11
გია ყანჩელის საღამო
11 ნოემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება გია ყანჩელის საღამო, სადაც მოწვეული მომღერლები ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი და გიორგი ცაგარელი შეასრულებენ გია ყანჩელის ნაწარმოებებს, რომელსაც აკომპანირებას გაუწევს ნიკოლოზ რაჭველი. ღონისძიებას დაესწრება გია ყანჩელი მეუღლესთან ერთად, მსახიობები და მოწვეული სტუმრები.
ღონისძიებაზე თეატრალური უნივერსიტეტის დასი წარმოადგენს გია ყანჩელის მუსიკაზე შესრულებულ თეატრალურ დადგმას ,,ხანუმა” კოტე ფურცელაძის რეჟისორობით. სახელმწიფო კონსერვატორიის სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს მის კომპოზიციებს. თსუ მოცეკვავეები წარმოადგენენ კომპოზიტორის მუსიკაზე დადგმულ ტანგოს. გარდა ამისა, მომღერალ ქალთა კაპელა(გუნდი) შეასრულებს სიმფონიას “ყვითელი ფოთლები”. კომპოზიტორის სურვილისამებრ ექსკლუზიურად თსუ სტუდენტებისთვის მოეწყობა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმფონიის DIX-ის შესრულების ვიდეოჩვენება ნიუ-იორკში.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.#1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი