2015-11-17

ანტიპლაგის პროგრამის პრეზენტაცია

17 ნოემბერს, 11:00 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ანტიპლაგის პროგრამის სლოვაკურ გამოცდილებაზე სლოვაკეთის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ცენტრის პროექტების მენეჯერი იულიუს კრავიარი ისაუბრებს.

პროგრამა „ანტიპლაგი“ საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო შრომებში პლაგიატის შემთხვევების გამოვლენისა და პლაგიატის დონის განსაზღვრას უზრუნველყოფს. კერძოდ, იგი საზღვრავს თუ რომელი სამეცნიერო შრომიდანაა გადმოწერილი ესა თუ ის ტექსტი და ჯამურად ნაშრომის რა პროცენტი წარმოადგენს პლაგიატს.

მისამართი: მ.ალექსიძის ქ. #1, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, მე-4 კორპუსი

« იხ. ყველა ანონსი