2010-06-21

საზაფხულო სამეცნიერო აკადემია

2010 წლის 21 ივნისს, 9:30 საათზე  თსუ–ში მუშაობას იწყებს „საზაფხულო სამეცნიერო აკადემია“  VIII-XII კლასის სკოლის მოსწავლეთათვის.
წინასწარ შერჩეულ 39 მოსწავლეს, რომლებიც განსაკუთრებით არიან დაინტერესებულნი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, მათი ინტერდისციპლინური, ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტებით და სურთ მონაწილეობა მიიღონ საინტერესო ექსპერიმენტებში, 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი საინტერესო პროგრამას სთავაზობს. თსუ–ის კურსდამთავრებულები, პროფესორები ფრიდონ შუბითიძე (დარტმუთის კოლეჯი,  აშშ) და ზაალ კოკაია (ლუნდის უნივერსიტეტი, შვეცია), მათთვის  ლექციებს წაიკითხავენ, გაიმართება ვიდეოკონფერენცია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის რობოტიკის ლაბორატორიიდან, მონაწილეებს აგრეთვე ელით თსუ პროფესორების და მოწვეული მეცნიერების საინტერესო ლექციები და ექსპერიმენტები.

21. ივნისის პროგრამა
9:00    რეგისტრაცია
        
9:30    საზეიმო გახსნა
მისალმება უნივერსიტეტის მხრიდან
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატი
პროფ. რამაზ ბოჭორიშვილი     
    
10:30    ”მათემატიკა - ენა, რომელზეც ბუნება გვესაუბრება”
ასოც. პროფ. ილია თავხელიძე

11:30     ”რიცხვითი თეორიის რამდენიმე რჩეული საკითხი”
    ასოც. პროფ.  გია გიორგაძე    

12:30   საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი
პროფ.  როლანდ დუდუჩავა

13:15    შესვენება
        
14:00   „სამყაროს სტრუქტურა“
პროფ. მერაბ  გოგბერიშვილი

15:00  მიკრო და ნანო-ელექტრონიკა
           ასოც. პროფ. ამირან ბიბილაშვილი

მისამართი: თსუ მეორე კორპუსი, ფიზიკის დიდი აუდიტორია
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი:  ხათუნა კახიანი (ტელ.: 893 930085)
« იხ. ყველა ანონსი