2013-05-27

წიგნის პრეზენტაცია - „საუკუნეს მიახლოებული კაცის მოგონებათა კრიალოსანი“

27 მაისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება უნივერსიტეტის პროფესორის, ცნობილი ქართველი გეოგრაფის შოთა ცხოვრებაშვილის  წიგნის „საუკუნეს მიახლოებული კაცის მოგონებათა კრიალოსანი“ პრეზენტაცია.
ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია იმ ადამიანებზე (მშობლები, რიგითი ადამიანები, პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის გამორჩეული რექტორები, მკვლევარი კოლეგები და სხვ), რომლებმაც ავტორის, როგორც პიროვნების, ფორმირებაში დიდი როლი ითამაშეს.
მოგონებებში ასევე გადმოცემულია პროფესორ შოთა ცხოვრებაშვილის პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაა დაკავშირებული.
წიგნი გამოცემულია თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ 2012 წელს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი