2015-12-03
საჯარო ლექცია -,,ეთნიკური უმცირესობები საქართველოში: სოციალურ-ეკონომიკური და სამოქალაქო გამოწვევები".
3 დეკემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კურსი ,,დემოკრატია და მოქალაქეობის" ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექცია -
,,ეთნიკური უმცირესობები
საქართველოში: სოციალურ-ეკონომიკური და სამოქალაქო გამოწვევები".
ლექციას
ექნება ინტერაქციული ხასიათი და მას წარუძღვება თბილისის ფაბიანური
საზოგადოების დამფუძნებელი
სოფო შუბითიძე.
სოფო მუშაობს ,,მრავალეროვან საქართველოში" და წვლილი შეაქვს ეთნიკური უმცირესობების საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოში.
დამოუკიდებლობის აღდგენიდან წლების განმავლობაში სახელმწიფო პოლიტიკა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისათვის, ნაკლებად იყო ქმედითი, საბჭოთა კავშირის მძიმე მემკვიდრეობა კი საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია ენობრივი ბარიერის აღმოფხვრა და ეთნიკური უმცირესობების სრულყოფილი ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებასთან.
მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ.#1, I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამხითხველო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი