2012-02-16

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის

16 თებერვალს, 11.00  საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
    მემორანდუმის თანახმად, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები საზოგადოებრივ მაუწყებლში სტაჟირების კურსს  გაივლიან.
    ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის საუკეთესო აკადემიური მოსწრების 20-მდე სტუდენტი საზოგადოებრივ მაუწყებელში ერთთვიან პრაქტიკას სამ ნაკადად  გაივლის.  სტაჟირების გავლის შემდეგ სტუდენტები სასწავლო კრედიტს მიიღებენ.
    თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის  გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია მოაწერენ.
    მსგავსი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სწავლების პროცესში პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებას.

მის.: თსუ I კორპუსი,

« იხ. ყველა ანონსი