2014-09-24
საერთაშორისო კონფერენცია „ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები“
24 სექტემბერს, 09.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია
„ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები“ გაიხსნება.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თსუ რექტორის მოადგილე, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სტუდენტები დაესწრებიან.
კონფერენციაზე მოხსენებას წაიკითხავს 100-ზე მეტი მკვლევარი საქართველოდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, აშშ–დან, ბრიტანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, ხორვატიიდან, ირანიდან და რუსეთიდან.
იმუშავებს 5 სექცია: 1. ანტიკური ლიტერატურა და ფილოსოფია, 2. ანტიკური სამყაროს ისტორია და კულტურა, 3. ანტიკური მემკვიდრეობა შუა საუკუნეებსა და რენესანსში, 4. ანტიკურობა და თანამედროვე მსოფლიო, 5. ანტიკურობა და საქართველო.
კონფერენცია თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტისა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის სიძველეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრობლობით იმართება.
ორი უნივერსიტეტის სიძველეთმცოდნეებმა მიმდინარე წელს აღადგინეს მრავალწლიანი თანამშრომლობის შესანიშნავი ტრადიცია - ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება. ამ ტრადიციას საფუძველი 1966 წელს, ორ უნივერსიტეტს შორის ისტორიული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჩაეყარა.
კონფერენციებმა მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში დიდი პოპულარობა მოიპოვა და კლასიკური სიძველეთმცოდნეობის სფეროში ერთ–ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სამეცნიერო ფორუმებად იქცა.
1969 წლიდან მოყოლებული იენასა და თბილისში 9 კონფერენცია გაიმართა. ოცწლიანი პაუზის შემდეგ, მე-10 კონფერენცია წელს თბილისში ტარდება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის 13, თსუ VIII კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი