2011-11-26

CABIR –ის პროექტი თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტთან თანამშრომლობით

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის,  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და შვეიცარიის საერთაშორისო და განვითარების მეცნიერებათა ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში, პატივი გვაქვს მოგიწვიოთ CABIR–ის კურსდამთავრებულთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ სოციალურ ღონისძიებაზე „ჩვენ გვაცოცხლებს ხეებიდან წამოსული სუფთა ჰაერი“.  

თარიღი: შაბათი 26 ნოემბერი,
დრო: 14:00
ადგილი: თბილისის ზღვის შემოგარენი

ღონისძიების მოკლე აღწერა: ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და გარემოზე ზრუნვა არის სახელწიფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი. CABIR–ის კურსდამთავრებულთა საბჭო გეგმავს მონაწილეობა მიიღოს თბილისის მერიის მიერ წამოწყებულ კამპანიაში „დარგე ხე გამოაცოცხლე თბილისი“, სწორედ ამიტომ, დაირგვება ხის ნერგები თბილისის ზღვის შემოგარენში. CABIR-ის კურსდამთავრებულთა საბჭოს მიზანია გახადოს თბილისი იმაზე უფრო მწვანე ვიდრე ის არის დღეს. მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  cabir_geo@yahoo.com
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით სოციალურ მენეჯერს ელენე ცხაკაიას: 599 41 19 40


ENG 
« იხ. ყველა ანონსი