2012-04-04

ეკონომიკის გაზაფხულის სკოლა 2012

4  აპრილს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის - „ეკონომიკის გაზაფხულის სკოლა 2012“ პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტი გულისხმობს ტრენინგ-კურსების გავლას ეკონომიკის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის. მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიღრმავონ ცოდნა და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ეკონომიკაში.  ტრენინგებს სხვადასხვა დისციპლინაში ეროვნული ბანკიდან, ფინანსთა სამინისტროდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან მოწვეული ექსპერტები წაიკითხავენ.
პროექტში მონაწილეობას საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამივე საგანმანათლებო საფეხურის  სტუდენტები იღებენ.  ტრენინგები 2 თვეს გასტანს, კურსის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გამოვლენილ წარმატებულ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცემათ. ამასთან, მათ გაეწევათ რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურაში სტაჟირების გასავლელად.
საერთო ჯამში ეკონომიკის გაზაფხულის სკოლაში 150 ახალგაზრდა ჩაერთვება. მათგან 10 საუკეთესო კურსს უფასოდ გაივლის, დანარჩენები კი, სრული კურსის ღირებულების მხოლოდ 10% - 50 ლარს დაფარავენ.
საქართველოს ეკონომისტთა ფორუმის პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2012 წლის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.

მის: ჭავჭავაძის #1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, I სართული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი