2013-06-20

რუსუდან ნიშნიანიძის საჯარო ლექცია: „ჯორჯ პაპაშვილის ამერიკული ბესტსელერი და ჰოლივუდის მიერ გადაღებული ეკრანიზაცია“

20 ივნისს, 16 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებული სადისკუსიო კლუბი მართავს თსუ-ს ასოცირებული პროფესორის რუსუდან ნიშნიანიძის საჯარო ლექციას თემაზე: „ჯორჯ პაპაშვილის ამერიკული ბესტსელერი და ჰოლივუდის მიერ გადაღებული ეკრანიზაცია“.
გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილი XX საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა ემიგრაციაში და მისი წიგნი „ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ ამერიკის რჩეულთა ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა ისეთი მწერლების გვერდით, როგორებიც არიან უოლტ უიტსმენი, მარკ ტვენი, უილიამ ფოლკნერი, ერნესტ ჰემინგუეი და სხვები.
1945 წელს გიორგი პაპაშვილის წიგნმა კიდევ ერთი გადატეხა მოახდინა მსოფლიო ლიტერატურაში - ერთ წელიწადში ათჯერ, ათგზის გამოცემული ნაწარმოები ბესტსელერად იქცა.
1952 წელს, ჰოლივუდში, ცნობილმა ჰოლივუდელმა რეჟისორმა ჯორჯ სიტონმა გიორგი პაპაშვილის ნაწარმოებზე „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ მხატვრული ფილმი გადაიღო, რომელიც ნაჩვენები იქნება აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი