2011-09-16
ორი უმაღლესი სასწავლებლის ერთობლივი სემინარ–ვორქშოფი
გიწვევთ ევროგაერთიანების გრანტის “მიწისძვრის პროგნოზირების შესაძლებლობის, სეისმურობისა და კლიმატური ცვლილებების კავშირის კომპლექსური კვლევების
(BlackSeaHazNet—Complex Research of Earthquake’s Prediction Possibilities, Seismicity and Climate Change Correlations, FP7 -* *Marie Curie Actions, 2011-2013) ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ II სემინარ–ვორქშოფზე, რომელიც იმართება 13-16 სექტემბერს სასტუმრო “პრესტიჟში” (მარჯანიშვილის №51).
ვორქშოფზე ბულგარეთის, სლოვენიის, მაკედონიის, საბერძნეთის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის და საქართველოს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები განიხილავენ კომპლექსური კვლევების შედეგებს, რომლებიც მიმართულია მიწისძვრების გამომწვევი, ტექტონიკური პროცესების შესწავლასთან და მათი განვითარების კანონზომიერებების დადგენასთან. ასევე წარმოდგენილი იქნება კვლევათა შედეგები, რომლებიც დაკავშირებულია დედამიწა-ატმოსფერო-მზის კავშირების ბუნების შესწავლასთან, სეისმურობისა და კლიმატური ცვლილებების პროგნოზირების შესაძლებლობის განსაზღვრასთან.
« იხ. ყველა ანონსი