2012-06-05

„კავკასიური საღამო“

5 ივნისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ინიციატივით ეწყობა კულტურულ–შემეცნებითი   ღონისძიება   „კავკასიური საღამო“.

 ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ კავკასიის სხვადასხვა ეთნოსების წარმომადგენლები: ქართველები, დაღესტნელები, აზერბაიჯანელები, სომხები, ჩერქეზები, ჩეჩნები, ქურთები.   მონაწილეები  წარმოაჩენენ საკუთარ ტრადიციას,  კულტურას.
ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს მშვიდობიანი და მეგობრული კავკასიის იდეის განმტკიცებასა და აქ მოსახლე ეთნოსებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

მისამართი: . ჭავჭავაძის 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

 

« იხ. ყველა ანონსი