2012-06-05
„კავკასიური საღამო“
5 ივნისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ინიციატივით ეწყობა კულტურულ–შემეცნებითი ღონისძიება „კავკასიური საღამო“.
ღონისძიებაში მონაწილეობას
იღებენ კავკასიის სხვადასხვა ეთნოსების წარმომადგენლები: ქართველები, დაღესტნელები,
აზერბაიჯანელები, სომხები, ჩერქეზები, ჩეჩნები, ქურთები.
მონაწილეები
წარმოაჩენენ საკუთარ ტრადიციას,
კულტურას.
ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს მშვიდობიანი და მეგობრული კავკასიის იდეის
განმტკიცებასა და აქ მოსახლე ეთნოსებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
მისამართი: . ჭავჭავაძის 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი