2010-11-09

კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესი

2010 წლის 9-12 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესი.
კონგრესის ორგანიზატორები არიან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი და არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
 
კონგრესში მონაწილეობენ მეცნიერები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
კონგრესისათვის მომზადდა პუბლიკაციები: მასალები, პროგრამა.


მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, მეორე სართული, ფიზიკის დიდი აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი