2016-10-10

იურიდიული ფაკულტეტის შეხვედრა გერმანელ მოსამართლეთა დელეგაციასთან

10 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, გერმანელ მოსამართლეთა დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართება.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი ბურდული, თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ბესარიონ ზოიძე, და კერძო სამართლის მიმართულების ასისტენტი გიორგი ამირანაშვილი სტუმრებს მიაწვდიან ინფორმაციას ქართულ შრომის სამართალში ფაკულტეტის კვლევით პროექტებსა და გამოცემულ პუბლიკაციებზე; ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, ისაუბრებს შრომით დავებზე სასამართლო პრაქტიკის უახლეს ტენდენციებზე. შეხვედრის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ღონისძიებას საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები, თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის წევრები, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრებიან.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.3, თსუ II კორპუსი, მცირე საკონფერენციო დარბაზი (№135)

« იხ. ყველა ანონსი