2017-01-18

საჯარო ლექცია "დღევანდელი რეალობა: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და მიმდინარე ევროპული ინტეგრაციის პროცესი დასავლეთ ბალკანეთში"

18 იანვარი, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია "დღევანდელი რეალობა: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და მიმდინარე ევროპული ინტეგრაციის პროცესი დასავლეთ ბალკანეთში" გაიმართება.

საჯარო ლექციას წაიკითხავს, ბოლონიის უნივერსიტეტის ცენტრალურ-აღმოსავლეთ და ბალკანური ევროპის ინსტიტუტის მკვლევარ-ასისტენტი, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში რეგიონალური სამაგისტრი პროგრამის სასწავლო და განვითარების დეპარტამენტის კოორდინატორი დოქტ. ადრიანო რემიდდი.

სამუშაო ენა: ინგლისური

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.3, თსუ II კორპუსი, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი,  მეოთხე სართული, 406-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი