2011-05-06
თსუ– „საბავშვო უნივერსიტეტის“ ღია კარის დღე რუსთავში
6 მაისს, 16.00 სთ–ზე თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი ატარებს „ღია კარის დღეს“ რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებისათვის. შეხვედრის მიზანია თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის პროექტის - “საბავშვო უნივერსიტეტის“ სისტემა” – პრეზენტაცია. პროექტი მიზნად ისახავს მეცნიერების მიმართ სკოლის მოსწავლეების ინტერესის გაზრდას, ცოდნის დონის ამაღლების ხელშეწყობას, თსუ ფაკულტეტების სასწავლო პროგრამების გაცნობას, მომავალი სპეციალობის შერჩევაში დახმარებას. აგრეთვე, განიხილება უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი.
მისამართი: ქ.რუსთავი, ტაშკენტის ქ.6
« იხ. ყველა ანონსი
მისამართი: ქ.რუსთავი, ტაშკენტის ქ.6